Fortuna (Géorgie)


2022 წელს კოსმოსში ხელის თხოვნა 145 მილიონი დოლარი ეღირება.


ფრანგული საქორწილო სააგენტო The ApoteoSurprise 2022 წლის მარტიდან შეყვარებულ წყვილებს კოსმოსში მოგზაურობას სთავაზობს. პლანეტარული ფრენა ერთ კვირას გასტანს, ხოლო ავტონომიური მართვის სისტემა წყვილს მარტო მოგზაურობის საშუალებას მისცემს.


მომსახურება 145 მილიონი დოლარი დაჯდება. ტურში შედის მოგზაურობა მთვარის გარშემო. წყვილები წინასწარ გაივლიან მოსამზადებელ ეტაპებს, კერძოდ სამკვირიან ტექნიკურ და ფიზიკურ ტრენინგს.


როგორ კომპანია აცხადებს, მთვარის ორბიტის შემოვლისას, შუა გზაზე წყვილები ფრენკ სინატრას Fly Me to the Moon-ს მოუსმენენ.


კოსმოსური მოგზაურობისთვის ონლაინ რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.