top of page

Bulvar (Géorgie)


2022 წლისთვის კოსმოსში ხელის თხოვნა 145 მილიონი დოლარი დაგიჯდებათ.


ფრანგული საქორწინო სააგენტო The ApoteoSurprise 2022 წლის მარტიდან შეყვარებულ წყვილებს კოსმოსში მოგზაურობას სთავაზობს. პლანეტარული ფრენა ერთ კვირას გასტანს, ხოლო ავტონომიური მართვის სისტემა წყვილს მარტო მოგზაურობის საშუალებას მისცემს.


მომსახურება, რომელიც სულ რაღაც 145 მილიონი დოლარი დაჯდება, საშუალებას გაძლევთ საყვარელ ქალს კოსმოსში სთხოვოთ ხელი. ტურში შედის მოგზაურობა მთვარის გარშემო. წყვილები წინასწარ გაივლიან მოსამზადებელ ეტაპებს, რაც სამკვირიან ტექნიკურ და ფიზიკურ ტრენინგს მოიცავს.


როგორ კომპანია აცხადებს, მთვარის ორბიტის შემოვლისას, შუა გზაზე წყვილები ფრენკ სინატრას Fly Me to the Moon-ს მოუსმენენ.


კოსმოსური მოგზაურობისთვის ონლაინ რეგისტრაცია შეგიძლიათ შემდეგ ვებ გვერდზე.


bottom of page